ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ავღანეთში სავარაუდოდ დამატებით ჯარებს გააგზავნის


შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ავღანეთში დამატებით 4000-მდე ჯარისკაცს მიავლენს-ამ ინფორმაციას სააგენტო ასოშეითიდ პრესი ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული ძალების მისიის მიზანი იქნება ავღანეთს, დაჯგუფება თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში გაუწიოს დახმარება.

პენტაგონის წარმომადგენელმა სააგენტო როიტერს, ამასობაში, განუცხადა, რომ ჯერჯერობით დამატებითი ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ასოშეითიდ პრესი იუწყება, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამ საკითხზე განცხადებას, სავარუდოდ, მომავალ კვირას გააკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG