ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის გეგმა


ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის გეგმა
ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის გეგმა

ამერიკის პოლიტიკურ წრეებში ავღანეთის სტრატეგიასა და იქედან ჯარების გამოყვანის შესახებ ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება.

ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ 2011 წლის ივლისში ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის თარიღი არ შეიცვლება. ეს განცხადება კი ავღანეთში ამერიკული ჯარების სარდლის გენერალი დევიდ პეტრეუსის აქამდე გაკეთებულ განცხადებას ეწინააღმდეგება.

ლოს ალნჯელეს ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა გეითსმა აღნიშნა, რომ ჯარების გამოყვანა 2011 წლის ივლისში დაიწყება.

თუმცა გუშინ ენ ბი სისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ბატონმაგენერალმა პეტრეუსმა განაცხადა:

„როგორც პრეზიდენტმა ასევე ვიცე პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადეს, ჯარების გამოყვანა 2011 წლის ივლისში დაიწყება, თუმცა ეს ავღანეთში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.“

XS
SM
MD
LG