ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები აზიელი პარტნიორების ერთგული რჩება


„ამერიკის შეერთებული შტატები თავისი აზიელი მოკავშირეების ერთგული რჩება“, - ეს განცხადება გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, იაპონელ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩრდილოეთ კორეას და ყველას რეგიონში, რომ ამ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ჩვენზე თავდასხმასაც“, - თქვა გენერალმა შეხვედრის შემდეგ.

იაპონიის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან ასევე ისაუბრა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და განაცხადა, რომ ის "ქვასავით მკიცეა". გენერლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ გაესვა ხაზი ამერიკის ურყევ მხარდაჭერას აზიელი მოკავშირის უსაფრთხოების მიმართ. იაპონიაში ჩასვლამდე ის სამხრეთ კორეასა და ჩინეთშიც იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG