ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ბან კი მუნს მხარს უჭერს


ვაშინგტონი ბან კი მუნს მხარს უჭერს
ვაშინგტონი ბან კი მუნს მხარს უჭერს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი მუნის მეორე ვადით კანდიდატურის დაყენებას მიესალმება. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბან კი მუნმა მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და გაეროს ხელმძღვანლობდა მსოფლიოში ძალზედ კრიტიკული სიტუაციების შექმნის პერიოდში, კერძოდ, ჰაიტიში, სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში, ლიბიასა და სამხრეთ სუდანში. თეთრი სახლის შეფასებით, მართალია, გაერო არ არის სრულყოფილი, თუმცა ის მეტად აუცილებელი ინსტიტუტია. თეთრი სახლის თქმით, დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რაც გააუმჯობესებს მის ეფექტურობას, ბიუროკრატიას და შეამცირებს ხარჯებს.

XS
SM
MD
LG