ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელთა აქცია თეთრ სახლთან


მიტინგზე ავტობუსებით უკრაინელი ამერიკელები და მათი მხარდამჭერები რამდენიმე შტატიდან ჩამოვიდნენ

„საფრთხე რეალურია - შეჩერდეს რუსეთის აგრესია“ - ამ სახელწოდებით ხუთშაბათს თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგზე ავტობუსებით უკრაინელი ამერიკელები და მათი მხარდამჭერები რამდენიმე შტატიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის - ოჰაიოდან, ნიუ ჯერსიდან, პენსილვანიიდან, ნიუ იორკის და ილინოისის ქალაქებიდან.

აქციაზე შეკრებილებმა ამერიკის და უკრაინის ჰიმნი შეასრულეს. წაიკითხეს ლოცვა მეიდანზე დაღუპული უკრაინელებისთვის. მიტინგზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ კონგრესმენები: მარსი კეპტორი (დემოკრატი ოჰაიოს შტატიდან), სანდერ ლევინი (დემოკრატი მიჩიგანის შტატიდან), უილიამ პასკრელი (დემოკრატი ნიუ ჯერსის შტატიდან), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ყირიმელი თათრების, უკრაინის სამღვდელოების და დიასპორის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG