ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ძალადობა ბავშვების ფსიქიკაზე მოქმედებს


აღმოსავლეთ უკრაინა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი უარყოფითად აისახება დაახლოებით ნახევარ მილიონ ბავშვზე, რომლებიც პრო-რუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

“UNICEF”-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკარინაში მცხოვრები 580 ათასი ბავშვის ერთ მესამედს დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, იმ შედეგებისთვის თავის გასართმევად, რაც მიმდინარე ძალადობამ გამოიწვია.

გაეროს ინფორმაციით, 215 ათასი ბავშვი უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირია. სამხედრო დაპირისპირების შედეგად კი შარშან 20 ბავშვია მოკლული.

XS
SM
MD
LG