ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტები ბავშვების სიცოცხლის ფასად


გასული ათწლეული, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის, პრაქტიკულად, მომაკვდინებელი იყო. „იუნისეფის“ მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე, კონფლიქტურ სიტუაციებში ბავშვებზე თავდასხმა სამჯერ გაიზარდა.

კონფლიქტურ რეგიონებში, ბავშვთა წინააღმდეგ, დღეში 45 სერიოზული დარღვევა ფიქსირდება. „იუნისეფმა“ უფლებადარღვევის ეს შემთხვევები შეისწავლა, დააზუსტა, დაიანგარიშა და აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულში, ასეთი 170 000 ინციდენტი დაფიქსირდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს, 12 000 ბავშვი დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა ისეთი საჰაერო დარტყმებითა და ასაფეთქებელი მოწყობილებებით, როგორიცაა სახმელეთო ნაღმები, ნაღმტყორცნები და კასეტური საბრძოლო მასალები. ამასთან ერთად, დაზუსტებული მონაცემებით, ბავშვების უფლებების მძიმე დარღვევის 24 000 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის- სექსუალური ძალადობა, გატაცება, თავდასხმები სკოლებსა და ბავშვთა ჰოსპიტალებზე.

ბავშვთა მიმართ მძიმე დანაშაულის შემთხვევები გამოვლინდა 2019 წელსაც. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ასეთი 10 000 შემთხვევაა დადასტურებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG