ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„წითელი ხაზის“ პოლიტიკა


Mideast Israel Palestinians US
Mideast Israel Palestinians US

ისრაელი ირანის ბირთვული იარაღის შესახებ მსოფლიოს აფრთხილებს

ისრაელის პრემიერ მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო თანამეგობრობას ირანის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით წითელი ხაზის დაწესებისკენ მოუწოდა. ამავდროულად, პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელს უკანონო დასახლებების მშენებლობაში დასდო ბრალი. ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაეროს შიგნით სტატუსს გააძლიერებს. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ბოლოდროინდელ ვითარებას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარგარეტ ბეშერი არკვევდა.

ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანთან საერთაშორისო თანამეგობრობის ათწლიანმა მოლაპარაკებამ და სანქციების დაწესებამ ვერ მოახერხა თეირანის შეჩერება, უარი ეთქვა ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის.

„ირანში ატომური ბომბის შექმნის თავიდან აცილების მხოლოდ ერთი მშვიდობიანი გზა არსებობს - დაწესდეს მკაფიო წითელი ხაზი მის ბირთვულ პროგრამაზე. წითელ ხაზებს არ მივყავართ ომამდე, წითელი ხაზები ახდენს ომის პრევენციას,“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.

ამის საილუსტრაციოდ ნეთანიაჰუმ ასამბლეის წევრებს უჩვენა ბომბის სურათი და განმარტა, რომ ხაზი გავლებული უნდა იყოს ირანის მიერ ურანის გამდიდრებიs შესაძლებლობის ზღვარზე. მისი თქმით, ეს ზღვარი 70 პროცენტით უკვე შევსებულია.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მომავალი ზაფხულისთვის ირანი დაასრულებს ურანის საშუალო დონეზე გამდიდრების პროცესს და გადავა საბოლოო ეტაპზე, საიდანაც რამდენიმე თვეში თეირანი მიიღებს იმ დონეზე გამდიდრებულ ურანს, რომელიც უკვე საკმარისი იქნება პირველი ბირთვული ბომბის შესაქმნელად.

ამ განცხადებამდე, ისრაელის ხელისუფლებას იმედი გაუცრუა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც გაეროსადმი მიმართვის დროს არ მოითხოვა ირანისთვის ულტიმატუმის ვადის დაწესება.

რაც შეეხება პალესტინის საკითხს, ნეთანიაჰუს თავის გამოსვლაში დიდ ყურადღება არ გაუმახვილებია. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკების უფრო მეტი რაუნდის ჩატარებაა საჭირო. თუმცა, პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ისრაელს უკანონო დასახლებების ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

„ჩვენ პალესტინის გარდა სხვა სამშობლო არ გვაქვს, პალესტინის გარდა სხვა მიწა არ გაგვაჩნია,“ - აღნიშნა აბასმა. მისი თქმით, ის მოლაპარაკებას აწარმოებს გაეროს წევრ ქვეყნებთან პალესტინის სტატუსის გაძლიერების თაობაზე.
XS
SM
MD
LG