ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეოკუპაციის საკითხი - “უფრო კრეატიული მიდგომა გვჭირდება”


რუსული ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს.

სალომე ზურაბიშვილმა გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო დეოკუპაციის საკითხებსაც. კერძოდ, შეხვედრაზე განხილული იყო ის გზები, თუ როგორ შეიძლება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატთან ერთად მოლაპარაკების პროცესი უფრო ქმედითი და შედეგიანი გამოდგეს.

სალომე ზურაბიშვილი ანტონიო გუტიერესს შეხვდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:17 0:00

გაეროში გამართული შეხვედრის შემდეგ, განცხადება პრეზიდენტს თავად არ გაუკეთებია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაეროში საქართველოს ელჩის კახა იმნაძის განცხადება გაავრცელა, სადაც ელჩი გენერალურ მდივანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

კახა იმნაძე აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა საკითხისადმი უფრო “კრეატიული” მიდგომა.

საქართველოს პრეზიდენტი, ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გვატემალის და ყაზახეთის პრეზიდენტებსაც შეხვდა. შეხვედრებზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG