ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო პარშინის სამხედრო კომპლექსის შემოწმებას ითხოვს


ირანი ბირთვული იარაღის გამოცდით დატოვებული კვალის წაშლას ცდილობს

გაერო ირანს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ინსპექტორების „დაუყოვნებლად“ შეშვებას სთხოვს. იუკია ამანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ირანის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო გაღიზიანებას არ მალავს და აცხადებს, რომ ირანის პარშინის სამხედრო კომპლექსის შემოწმება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს.

ამანოს თქმით, ირანთან ჯერ კიდევ იანვარში დაწყებული მოლაპარაკებები წარუმატებლად მიმდინარეობს. ამასობაში, სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით, სპეციალისტები აცხადებენ, რომ პარშინის ბაზაზე ირანი ბირთვული იარაღის გამოცდით დატოვებული კვალის წაშლას ცდილობს.

თეირანი დაბეჯითებით იმეორებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ირანის ბირთვული პროგრამები მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს.
XS
SM
MD
LG