ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო თალიბანს მშვიდობისკენ მოუწოდებს


გაეროს ელჩი ამბოხებულებს სამშვიდობო პროცესში ჩართვას სთავაზობს

გაეროს ელჩი ავღანეთში თალიბანს სამშვიდობო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს,მაშინ როდესაც ნატოს სამხედრო ძალები 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყნის დატოვებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ელჩმა იან კუბისმა განაცხადა. მისი თქმით, ამბოხებულბმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მომავალი წლის ბოლოდან ქვეყანაში არარ იქნებიან უცხო ქვეყნების შეიარაღებული ძალები.
მან თალიბებს მოუწოდა, გადადგან საჭირო ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყონ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას. მანამდე, თალიბანმა უარი განაცხადა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე და მას საერთაშორისო კოალიციის მარიონეტი უწოდა. ამავდროულად, ავღანეთის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ლოჰარის პროვინციაში ერთობლივი ოპერაციის შედეგად თალიბანის 23 მებრძოლი გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG