ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო თალიბებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს


2014 წლის დასასრულისთვის საერთაშორისო ძალები ავღანეთში აღარ იქნებიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩი ავღანეთში მოუწოდებს თალიბებს-მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან ნატოს შეიარაღებული ძალები ქვეყნის დატოვებას 2014 წელს გეგმავენ.

ოთხშაბათს ქაბულში კონფერენციაზე გამოსვლისას, იან კუბისმა მეამბოხეებს შეახსენა, რომ 2014 წლის დასასრულისთვის საერთაშორისო ძალები ავღანეთში აღარ იქნებიან.

კუბისმა მოუწოდა თალიბებს-ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რათა ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. თალიბები პირდაპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კარზაის ადმინისტრაციას საერთაშორისო კოალიციის "მარიონეტ მთავრობას" უწოდებენ.
XS
SM
MD
LG