ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისი


გაეროს განცხადებით, სირია სრულმასშტაბიანი კატასტროფისკენ მიექანება

გაეროს მონაცემებით სირიიდან დევნილთა რიცხვი უკვე მილიონს აღწევს. კიდევ უფრო მეტი ქვეყნის შიგნით ლტოლვილად არის ქცეული.

ანტონიო გუტიერესი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოს თავმჯდომარე, აცხადებს, რომ სირია სრულმასშტაბიანი კატასტროფისკენ მიექანება.

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპიკერი, სიბილა უილკსი აღნიშნავს, რომ თუკი ადრე სირიის საზღვარს დღეში საშუალოდ 7 ათასი ადამიანი კვეთდა, დღეს ეს მონაცემი თითქმის გაორმაგებულია. დევნილთა უმრავლესობა ქვეყანას ისე ტოვებს, რომ სრულებით არაფერი გააჩნია - აცხადებს გაეროს სპიკერი.

დევნილთა უმეტესი ნაწილი ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში, ერაყში და ეგვიპტეში იყრის თავს. მათი მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფისთვის ამ ქვეყნების მთავრობებს დიდძალი ძალისხმევა უწევთ.
XS
SM
MD
LG