ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სომალის შესახებ იმსჯელებს


უშიშროების საბჭო სომალის შესახებ გენერალური მდივნის მოხსენებას მოისმენს

გაეროს უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის მოხსენების მოსასმენად ემზადება, რომელიც სომალიში არსებულ ვითარებას შეეხება.

მოხსენებაში ასახულია ბან კი მუნის რეკომენდაციები და წინადადებები, თუ რა როლი უნდა შეასრულოს გაერომ სომალიში. სომალიში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ავგუსტინ ფილიპ მაჰიგამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირას იმსჯელებს.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მაჰიგამ განაცხადა, რომ გაერო სომალიში „ახალი რეალობასთან“ შეგუებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG