ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკეანეების პრობლემა


ადამიანთა საქმიანობა ოკეანეებში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს და მათ დაცვას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მსოფლიოს ოკეანეების დაცვის ახალი ინიციატივით გამოდის. ადამიანთა საქმიანობა ოკეანეებში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს და მათ დაცვას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განაცხადა მან დღეს სამხრეთ კორეაში მიმდინარე კონფერენციაზე.

ბან კი მუნმა ბევრ სხვა საკითხთან ერთად თევზჭერის კონტროლის, კლიმატური ცვლილებების, დაბინძურების და სანაპიროს განაშენიანების პრობლემებზეც ისაუბრა. გენერალური მდივნის თქმით, ახალი ინიციატივა გაეროს მანდატით მოქმედ ორგანიზაციებს შორის კოორდინირების გზით, მომავალი თაობებისთვის ოკეანეების პროდუქტიულობის და სიჯანსაღის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG