ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კრიზისი სირიაში


ასე შეაფასა სირიის მოვლენები გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნავი პილაიმ

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნავი პილაი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობას ომის დანაშაულებებში, კერძოდ კი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მიუძღვის წვლილი. ორშაბათს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს სესიაზე, ქალბატონმა პილაიმ ხაზი გაუსვა რამდენიმე სერიოზულ დარღვევას, რომელსაც მან ჰუმანიტარული კრიზისი უწოდა.

მანვე დასძინა, რომ მდგომარეობის გამწვავებასთან ერთად ამ კუთხით კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეიქმნება. როგორც ქალბატონმა პილაიმ აღნიშნა შექმნილი დაძაბულობის ფონზე, გაეროს დამკვირვებლებს მისიის მიტოვება მოუწიათ. მსხვერპლის რაოდენობა მოსახლეობაში ყოველდღიურად მატულობს. სირიაში დამკვირვებლები გამუდმებულ წნეხში იმყოფებიან და მათ არ ეძლევათ საშუალება შევიდენენ იმ რეგიონებში სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობას. შესაბამისად ვერ ხერხდება მდგომარეობის ეფექტური შეფასება.
XS
SM
MD
LG