ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გაეროს არ ეთანხმება


ფხენიანის მტკიცებით, დეკემბერში მან დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა

ჩრდილოეთ კორეა არ ეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ერთსულოვნად დაგმო გასული წლის დეკემბერში ბალისტიკური რაკეტის გამოცდა და დამატებითი სანქციები დაუწესა ფხენიანს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ამ რეზოლუციის შემდეგ ფხენიანის მხრიდან ბირთვულ განიარაღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩრდილოეთ კორეის განცხადებაში ექსპერტებმა ატომური ბომბის ახალი გამოცდის მუქარა დაინახეს.

ფხენიანის მტკიცებით, დეკემბერში მან დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა, შეერთებულმა შტატებმა კი ეს ფაქტი ჩრდილეოთ კორეის დასჯის მიზნით მორიგი თავდასხმისთვის გამოიყენა.
გაეროს უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე წევრმა მხარი დაუჭირა ფხენიანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG