ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კლიმატური ცვლილებები აშფოთებს


შეკრებაზე 1997 წლის კიოტოს ხელშეკრულებაც განიხილეს

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნის განცხადებით, არაბუნებრივი ამინდები, რომელსაც თან ქარიშხლები, პოლარული ყინულის დნობა და გვალვები ახლავს, ბოლო დროს ნორმალურ მოვლენებად იქცა. ისინი გლობალურ საშიშროებას წარმოადგენს. ბან კი მუნმა ეს განცხადება სამშაბათს დოჰაში გაეროს კლიმატის ცვლილების შეხვედრაზე გააკეთა.მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენები თანაბარ პრობლემებს უქმნის როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ მოსახლეობას. ეს კი ადამიანის რასას, მის ცხოვრებას და სამომავლო გეგმებს საერთო გამოწვევების წინაშე აყენებს.

200 ქვეყნის წარმომადგენელთა შეკრებაზე 1997 წლის კიოტოს ხელშეკრულებაც განიხილეს, რომელიც სათბური გაზების შემცირებას ეხება და ვადა წლის ბოლოს გასდის. ბან კი მუნმა სურვილი გამოთქვა, რომ ხელშეკრულება 2020 წლამდე გახანგრძლივდეს.

შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და იაპონიამ კიოტოს ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარი თქვეს. მათი განცხადებით, ხელშეკრულება არ ვრცელდება ისეთ მზარდი ეკონომიკის ქვეყნებზე, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.

XS
SM
MD
LG