ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭოში 5 ქვეყანა აირჩიეს


არჩეულ ქვეყნებს წევრობა 2 წლის ვადით მიენიჭა

15 წევრიან გაეროს უშიშროების საბჭოში, ხუთმა ქვეყანამ ორწლიანი დროებითი წევრის სტატუსი მოიპოვა. მათ შორის ადგილი წინააღმდეგობრივ კანდიდატურას - რუანდას ერგო.

არგენტინა, ავსტრალია, ლუქსემბურგი, სამხრეთ კორეა და რუანდა - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ კენჭესყრის შედეგად აირჩიეს. ეს ქვეყნები შეცვლიან კოლუმბიას, გერმანიას, ინდოეთს, პორტუგალიასა და სამხრეთ აფრიკას.

ხუთი თავისუფალი ადგილისთვის რვა ქვეყანა იბრძოდა, რომლებიც რეგიონული ნიშნით შეირჩა.
XS
SM
MD
LG