ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი

დღეს, გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციას განიხილავს, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის განგრძობით გამოცდებს უკავშირდება. ფხენიანმა მეექვსე ცდა 3 სექტემბერს ჩაატარა და სავარაუდოდ, ეს კომუნისტური რეჟიმის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

გაეროს რეზოლუციის პირველი ვარიანტი ჩრდილოეთ კორეისთვის ბუნებრივ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს ითვალისწინებს. ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და რეჟიმთან დაკავშირებული პირების საერთაშორისო ანაბრების გაყინვას მოიცავს. თუმცა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში ეს ნაწილები ამოღებული და შეცვლილია, რაც სავარაუდოდ ამერიკის მიერ ჩინეთთან და რუსეთთან მოლაპარაკებებს უკავშირდება. მოსკოვსა და პეკინს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გააჩნია.

ჩრდილოეთ კორეამ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „გადაიხდის მაღალ საფასურს“ თუ გაეროს ახალი სანქიცების პაკეტს მიიღებს ფხენიანის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG