ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაისში ერაყში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ყოველი 10 დაღუპულიდან 9 მშვიდობიანი მოქალაქე იყო

გაეროს მონაცემებით, მაისში ერაყში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამავე ანგარიშის თანახმად, 2008 წლის შემდეგ ერაყის ყველაზე მსხვერპლიან თვედ დაფიქსირდა.
ერაყის დახმარების გაეროს მისიამ ანგარიშში ასახა დაჭრილთა რაოდენობაც, როემლიც აპრილის ბოლოსთვის 2400 ადამიანს აღემატებოდა. ამას გარდა ყოველი 10 გარდაცვლილიდან 9 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მისიის ხელმძღვანელის მარტინ კობლერის განცხადებით, ახალი მონაცემები "სამწუხარო ფაქტს" წარმოადგენს. მან ერაყელებს სისხლისღვრის შეჩერებისთვის სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა
XS
SM
MD
LG