ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს დელეგაცია ირანს ეწვია


ინსპექტორები სამხედრო ბაზას მოინახულებენ

ირანში გაეროს ექსპერტები ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანია მოლაპარაკების განახლება თეირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე. გასულ თვეს ირანში ჩასულმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ვერ შეძლეს შეთანხმების მირწევა და ბირთვული ობიექტების მონახულება.

გუშინ კი თეირანმა განაცხადა, რომ ის ნებას დართავს გაეროს წარმომადგენლებს, რათა პარშინის სამხედრო ბაზას ესტუმრონ. ეს არის ადგილი, სადაც დასავლეთის ქვეყნების ეჭვით ბირთვული იარაღის შექმნა მიმდინარეობს. თეირანი აცხადებს, რომ სამხედრო ბაზაზე მხოლოდ კონვენციური შეიარაღებაა, ხოლო მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG