ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში ირანის საკითხი განიხილეს


გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას უკავშირდებოდა

ხუთშაბათს, აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ირანის მიერ ასადის რეჟიმის იარაღით მომარაგება ყოვლად მიუღებელია და დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. გაეროში სამივე ქვეყნის ელჩმა ირანი ურანის გამდიდრების პროცესის გაგრძელების გამო დაგმეს. კრიტიკა ისმოდა ირანის მისამართით იმის გამოც, რომ თეირანი არ თანამშრომლობს დანარჩენ სამყაროსთან და ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს არ მართავს.

გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას უკავშირდებოდა. აშშ-ის ელჩმა გაეროში, სუზან რაისმა სანქციების კომიტეტს განუცხადა, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ირანის წინააღმდეგ დაგროვილ მასალებზე, რომელიც ნათლად მიუთითებს იარაღის არაკანონიერ მიყიდვას მსოფლიოს სხვადსხვა ექსტრემისტულ ჯგუფებზე.
XS
SM
MD
LG