ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეკომუნიკაციების ხელშეკრულებას აშშ ხელს არ აწერს


დუბაიში 55 ქვეყანა გაეროს ხელშეკრულების წინააღმდეგ წავიდა. აშშ-ის ლიდერობით შექმნილი ბლოკი, მხარს უჭერს ინტერნეტ სივრცის თავისუფლებას

აშშ-ი და ევროპულ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად მთავრობებს ინტერნეტზე მეტი კონტროლის საშუალება ეძლევათ.
დუბაიში გაეროს ხელშეკრულებას 89 ქვეყანამ მოაწერა ხელი, 55 კი წინააღმდეგ წავიდა. აშშ-ის ლიდერობით შექმნილი ბლოკი, მხარს უჭერს ინტერნეტ სივრცის თავისუფლებას და მიაჩნია რომ ტელეკომუნიკაციების ხელშეკრულებაში მსგავსი მიდგომა არ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთს, ჩინეთს და მრავალ განვითარებად ქვეყანას კომპიუტერული ქსელების მეტი კონტროლი სურთ.

XS
SM
MD
LG