გაერთიანერბული ერების ორგანიზავციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს შეუერთდნენ საერთაშორისო სასამართლოს, მსოფლიოში პირველ ტრიბუნალს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ეს მიმართვა უგანდის დედაქალაქ კამპალაში გააკეთა, სადაც საერთშორისო სასამართლოს კონფერებცია დღეს გაიხსნა.
ბატონი ბანის განცხადებით, სასამართლოს უნივერსალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ დამნაშავეებს გასამართლების შეეშინდეთ, რითაც მომავალში ომის დროს ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
ამჟამად, საერთაშორისო სასამართლოში 111 ქვეყანაა გაწევრიანებული. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას წევრობაზე რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და შეერთებული შტატები გამოხატავენ.