ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სასამართლო საბერძნეთს აკრიტიკებს


გაეროს სასამართლო საბერძნეთს აკრიტიკებს

გაეროს უმაღლესმა სასამრთლომ საყვედური გამოუცხადა საბერძნეთს, ამ უკანასკნელის მიერ მაკედონიის ნატოში დაბლოკვის გამო. ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის უკვე დიდი ხანია დავა მიმდინარეობს, კერძოდ კი სახელი " მაკედონიის" გამოყენების გამო.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ორშაბათს დავა ვერ გადაწყვიტა, მაგრამ გაამყარა ოფიციალური სკოპიეს არგუმენტი, რომ საბერძნეთი მაკედონიის ნატოსა და ევრიკავშირში შესვლას აფერხებს. მაკედონია სასამართლოს შედეგს მიესალმა და გამოთქვა იმედი, რომ საბერძნეთი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. საბერძნეთი თავის მხრივ ეწინააღმდეგება მაკედონიის სახელის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საბერძნეთის ჩრდილოეთ პროვინციის, მაკედონიის არსებობის ფონზე ამან მომავალში შესაძლოა ტერიტორიული დავა გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG