ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი ევროპას აკრიტიკებს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ევროპის სახელმწიფოებს ლტოლვილთა მიღებაზე მზარდი შეზღუდვების გამო აკრიტიკებს.

გენერალურმა მდივანმა, დღეს ავსტრიის ქვედა პალატას მიმართა და განაცხადა, რომ მზარდი შეზღუდვები მიგრანტების წინააღმდეგ უარყოფით გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ასრულებს ევროპა საერთაშორისო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს.

გენერალურ მდივანს არ უსაუბრია კონკრეტულად ავსტრიაზე. თუმცა მისი განცხადებები დაემთხვა ავსტრიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ კენჭისყრას, სადაც კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ დართონ თუ არა უფლება ხელისუფლებას არ მიიღოს თავშესაფრის მაძიებელი, თუ ასეთი რამ ავსტრიის შიდა უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია.

XS
SM
MD
LG