ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიის შესახებ რეზოლუციაზე მუშაობს


გაერო სირიის შესახებ რეზოლუციაზე მუშაობს
გაერო სირიის შესახებ რეზოლუციაზე მუშაობს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიპლომატები სირიის შესახებ რეზოლუციაზე მუშაობენ, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ სასტიკ რეპრესიებს დაგმობს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კამერონის თქმით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციასთან ანგარიშსწორებას გმობს, დღეს წარმოადგენენ. თუმცა მისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან რუსეთი აცხადებს, რომ ის რეზოლუციას ვეტოს დაადებს.

მარტში დაწყებული რეპრესიების შედეგად სირიაში სავარაუდოდ 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 10 ათასზე მეტი პატიმრობაში იმყოფება. ლტოლვილები ჩრდილოეთ სირიის საზღვრებიდან მასიურად თურქეთში გადადიან.

XS
SM
MD
LG