ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გმობს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას. საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება ჟურნალისტებს ახალი ზელანდიის ელჩმა და საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟერარ ვან ბოჰემენმა გააცნო.

მისი თქმით, საბჭო მწუხარებას გამოთქვამს, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა რესურსებს ბალისტიკური იარაღისთვის იყენებს და არა მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გაეროში ამერიკის ელჩის სამანტა პაუერის შეფასებით ფხენიანის მიერ სამი რაკეტის გაშვება საერთაშორისო ვალდებულებების უპატივცემლობაა და საერთაშორისო საზოგადოების შეშინებას და პროვოცირებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG