ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კრიზისი გრძელდება


ალეპოში ბაშარ ალ-ასადის ერთგული ძალების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი სირიის პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიატორს ლახდარ ბარაჰიმის შეხვდა.

შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ გენერალურ ასამბლეაზე სირიის კრიზისის შესახებ საქმიანი საუბარი გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას ამ ქვეყანაში.

თავისუფალი სირიის არმიამ თავისი შტაბ-ბინა თურქეთიდან სირიაში გადაიტანა, მაშინ როდესაც გააფთრებული ბრძოლები გრძელდება სამთავრობო ჯარებსა და აჯანყებულებს შორის.

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ალეპოში ბაშარ ალ-ასადის ერთგული ძალების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG