ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვეულებრივ შეიარაღებაზე შეთანხმება დაიბლოკა


FILE - This July 27, 2007 file photo shows the United Nations headquarters building, designed by Brazilian architect Oscar Niemeyer, in New York.

ჩვეულებრივ შეიარაღებაზე შეთანხმება გაეროში იარაღის იმპორტიორმა ქვეყნებმა დაბლოკეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გაეროს საერთაშორისო ხელშეკრულება ჩვეულებრივ შეიარაღებასთან დაკავშირებით საბოლოო ტექსტზე შეუთანხმებლობის გამო სამი ქვეყნის მიერ არის შეჩერებული. თუმცა, არ არის გამორიცხული საკითხზე შეთანხმება გაეროში უახლოეს მომავალში მაინც შეძლონ.
წარმოდგენილი იურიდიულად "შემზღუდავი" დოკუმენტი დააკანონებს საერთაშორისო სტანდარტებს, იარაღის იმპორტსა და ექსპორტს და ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების გადატანას - დაწყებული ტანკებით, სამხედრო გემებით , სამხედრო ვერტმფრენებით, ყუმბარმტყორცნებით, და დამთავრებული მსუბუქი იარაღით. ამ მოლაპარაკებებში იარაღის მთავარი ექსპორტიორები შეერთებული შტატები და რუსეთი ხოლო წამყვანი იმპორტიორები - ინდოეთი ,ჩინეთი და პაკისტანი მონაწილეობენ.
იარაღის კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მკვლევარი დერილ კიმბელი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

კიმბელი: "ეს შეთანხმება აბალანსებს ურთიერთობებს იარაღის ძირითად ექსპორტიორებსა და მყიდველებს, ასევე იმ ქვეყნებს შორის რომლებმაც იზარალეს იარაღის უკანონო ვაჭრობის გამო. ეს კარგი, ეფექტური შეთანხმებაა რომელსაც, პოზიტიური გავლენა ექნება იარაღის უპასუხისმგებლო გადატანის საქმეში."

კიმბელი ასევე ამბობს, რომ ეს შეთანხმება ასევე ჩამოაყალიბებს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარ კრიტერიუმებს, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაზროს მანამდე, ვიდრე იარაღის გადატანაზე თანხმობას განაცხადებენ.

მისი განცხადებით, ამ შეთანხმებით სპეციფიური ტიპის იარაღის გადატანა აიკრძალება იმ შემთხვევაში თუ ცნობილია, რომ გადასატანი იარაღი გამოყენებული იქნება გენოციდისთვის ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად, მოიხმარენ ჟენევის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ან მიმართავენ სამოქალაქო ობიექტებზე და ადამიანებზე თავდასხმისთვის. ზოგიერთმა დებულებამ კი მართლაც შეიძლება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ხელი შეუშალოს სირიისთვის იარაღის მიწოდებაში.
კიმბელი ასევე ამბობს რომ, შეთანხმება ერთგვარი განაწესი იქნება ყველა ქვეყნისთვის, რომ დარეგულირდეს საბრძოლო მასალის ექსპორტი. საწყის ეტაპზე ამ წინადადების საწინააღმდეგოდ შეერთებული შტატები გამოდიოდა.

ექსპერტის აზრით, შეერთებულმა შტატებმა კორექტირება შეიტანა თავის პოზიციაში და ეს შეთანხმება უკვე მოაწესრიგებს საბრძოლო მასალის ექსპორტს.

გაეროში შეთანხმება კონსესუსით უნდა მოხდეს, . რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერმა ქვეყანამ შეიძლება დაბლოკოს რეზოლუციის მიღება.

სირიას, ჩრდილოეთ კორეას და ირანს შეთანხმების გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები ქონდათ, რის გამოც შეთანხმება დაიბლოკა.

გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ელჩმა ჯოან ადამსონმა დელეგატებს განუცხადა, რომ ამ სამი ქვეყნის პოზიცია მხოლოდ დროებითია.

ადამსონი ამბობს, რომ მისი დელეგაცია უახლოეს მომავალში გაეროს გენერალურ ასაბლეას განსახილველად წარუდგენს ჩვეულებრივ შეიარაღებაზე შეთანხმებას. ანალიტიკოსები ამბობენ რომ იქ შეთანხმება დასამტკიცებლად ხმების ორ-მესამედს მიიღებს და საერთაშორისო კანონმდებლობის ნაწილი გახდება.
XS
SM
MD
LG