ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს პარტიის წევრი აქტივისტზე თავდასხმაშია ბრალდებული


უკრიანის პროკურატურამ სამხრეთ რეგიონის ხერსონის ადგილობრივი საკრებულოს მაღალჩინოსანს ცნობილი აქტივისტის მოწამვლაში დასდო ბრალი.

"ვლადისლავ მანგერს, რეგიონული საკრებულოს თავმჯდომარეს, ბრალი წარედგინა, როგორც კატერინა ჰანზიუკის მკვლელობის ორგანიზატორს, - აცხადებს უკრიანის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო. მისი ბრალდება გულისხმობს "უკანონოდ და წინასწარგანზრახვით სხვა ადამიანის მკვლელობის გამომწვევ ქმედებას, რომელიც ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკით და ინდივიდების ჯგუფთან წინასწარ შეთანხმებით", - განმარტავს პროკურორის პრესსპიკერი და ამბობს, რომ საგამოძიებო ქმედებები გრძელდება.

მანგერი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის - იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრია. ის პარტიიდან გასულ კვირას გარიცხეს.

კატერინა ჰანძიუკი სამართალდამცავ სისტემაში არსებულ კორუფციას აქტიურად აკრიტიკებდა. ის ხერსონის მერის მრჩევლადაც მუშაობდა. გასული წლის ივლისში, უცნობმა თავდამსხმელმა მას მჟავა შეასხა. ის ნოემბერში, რამდენიმეთვიანი მკურნალობის და ათზე მეტი ოპერაციის შემდეგ, გარდაიცვალა.

აგვისტოში პოლიციამ ამ საქმესთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავა. მოგვიანებით, დაკავებულთაგან ერთს ბრალი მოუხსნეს და გაათავისუფლეს, სამი შინაპატიმრობაში დატოვეს, ორი კი - საპატიმროში.

ჰანძიუკის სიკვდილმა უკრაინის მთავრობის მიერ კრიტიკა გაამძაფრა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა სხვა თავდასხმების შემთხვევები ანტი-კორუფციულ აქტივისტებზე. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმო აქტივისტებზე თავდასხმა და უკრაინის ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისჯენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG