ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევაში შეთანხმებას მიაღწიეს


ჯონ კერის განცხადებით, შეთანხმება უკანონოდ შეიარაღებული ჯგუფების განიარაღებას და დაკავებულ დემონსტრანტთა ამნისტიას ითვალისწინებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს, რომ ჟენევაში, უკრაინის, რუსეთის, ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენელმა პირველმა დიპლომატებმა უკრაინის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით შეთანხმებას მიაღწიეს.

ჯონ კერიმ აღნიშნული განცხადება რამდენიმე საათის წინ, ოთხივე მხარეს შორის ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმება მოიცავს უკანონოდ შეიარაებული ჯგუფების განიარაღებას, და იმ დემონსტრანტთა ამნისტიას, რომლებიც ნებაყოფლობით დაცლიან დაკავებულ შენობებს. ამნისტია არ შეეხება მძიმე დანაშაულის ჩამდენთ.

ეუთოს მონიტორები, რომლებიც უკვე უკრაინაში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან დე-ესკალაციისკენ მიმართული ზომების გატარების მოსამზადებელ სამუშაოებში.

კერიმ ასევე გააკეთა გაფრთხილება, რომ ამ ეტაპზე ყველა ეს ზომა ზეპირი განცხადებაა და რომ სიტუაციის განმუხტვა და წარმატება მათ განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული.

ოფიციალური, ოთხმხრივი შეხვედრის პარალელურად, ჯონ კერი რუს და უკრაინელ კოლეგებს ცალ-ცალკე შეხვდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლეს კოორდინატორ კეტრინ ეშტონთანაც ითათბირა.
XS
SM
MD
LG