უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ კიევში მომხდარ აფეთქებაში მაღალი რანგის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტრომ ამოიცნო პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი, რომელიც სამხედრო დაზვერვის დირექტორატში მსახურებდა. უკრაინული მედია აცხადებს, რომ შაპოვალი სამხედრო დაზვერვის საგანგებო ძალებს მეთაურობდა.
პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, აფეთქება დღეს დილით, ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოხდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შაპოვალი სავარაუდოდ, ადგილზე დაიღუპა.
აფეთქების მომენტში მანქანასთან ახლოს მყოფი გამვლელი დაშავდა და ის ჰოსპიტალიზებულია. უკრაინის პოლიცია მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევს.
Facebook Forum