ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის რადამ პრემიერის გადადგომას მხარი არ დაუჭირა


დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ, პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის გადაგომას მხარი არ დაუჭირა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს მთავრობის გადადგომისკენ მოუწოდა. პრემიერის გადაგომას მხარი მხოლოდ 97-მა პარლამენტარმა დაუჭირა, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საჭირო.

პრემიერის გადაყენების კენჭისყრა იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციამ ფორმალურად მიმართა პარალმენტს საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრისა და უშიშროების სამსახურის უფროსის გადაყენების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG