უკრაინის მთავრობა ყოფილ პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს მილიონობით დოლარის არამიზნობრივ გამოყენებას აბრალებს.
პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს საერთაშორისო აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მისივე დაკვეთით ჩატარდა. პრეზიდენტის განცხადებით, დოკუმენტში გამოაშკარავებული დეტალები ფულის გაფლანგვის მანიშნებელია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ორ კვირაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. კენჭისყრა ერთგვარი ბარომენტრია, რომელიც უკრაინაში იანუკოვიჩის პოპულარობას შეაფასებს.