ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრო-რუსმა სეპარატისტებმა 6 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს


სლავიანსკი, 13 მაისი, 2014
სლავიანსკი, 13 მაისი, 2014
დღეს, უკრაინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, როცა პრო-რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებულ დანაყოფზე მიიტანეს იერიში.

ინციდენტის შედეგად დაიღუპა 6 ჯარისკაცი და დაშავდა 8.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ 30-მა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც მან „ტერორისტებად“ მოიხსენია სოფელ ოკტიაბრსკთან შორიახლოს თავდასხმა განახორციელა მთავრობის შეიარაღებულ საჯარისო დანაყოფზე. ეს სოფელი ქალაქ კრამატორსკიდან ოც კილომეტრში მდებარეობს.

ინციდენტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღეს მოხდა. ფრანც ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ აცხადებდა, რომ კრიზისის გადაწყვეტას მხარეებს შორის მოლაპარაკებებით შეეცდებოდა.
პრო-რუსი სეპარატისტების თქმით, რეფერენდუმში მონაწილე ადამიანების 90 %-მა დონეცკის უკრაინის შემადგენლობიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი.

უკრაინის მთავრობა ჩატარებულ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებს, და ამბობს, რომ დასავლელი და უკრაინული კვლევითი სააგენტოებიდან მიღებული ინფორმაციით აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას ერთიანი უკრაინის შენარჩუნება სურს.
XS
SM
MD
LG