ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში აფეთქებების გამო ადამიანების ევაკუაცია მოხდა


"რადიო თავისუფლების" ფოტო

უკრაინაში, ვინიცის ოლქში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაშავებულია სულ მცირე ერთი ადამიანი. აფეთქებები ადგილობრივი დროით სამშაბათს, ღამით მოხდა. უკრაინის პრემიერმა გროისმანმა, რომელიც ინციდენტის ადგილზე ღამით ჩაფრინდა, მომხდარი "გარე ფაქტორებს" დაუკავშირა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, უკრაინის სამხედრო პროკურატურის განცხადებით, გამომძიებლები აფეთქებებსა და ხანძარს განიხილავენ დივერსიის აქტად, ხოლო უკრაინის ეროვნული პოლიცია აცხადებს, რომ მობილიზებულია ასობით პოლიციელი ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიევისა და ჩერნოვცის ოლქებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG