ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ახალი ენერგო პროექტი


უკრაინის ახალი ენერგო პროექტი

უკრაინა შერთებულ შტატებთან ერთად ენერგეტიკის სფეროში ახალ გეგმებს ადგენს.

ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრმა იური ბოიკომ განაცხადა.უკრაინის მთავრობა ამერიკულ კომპანიებთან ერთად ბუნებრივი აირის მოპოვების არატრადიციული მეთოდების გამოყენებას აპირებს.

იური ბოიკოს განცხადებით, უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ ტრანსნაციონალურ კომპანიებთან „Chevron Texaco“ და „Exxon Mobil.” უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო ნავთობ-კომპანიები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მთელს მსოფლიოში აწარმობენ ნახშირწყალბადების მოპოვებას და არც უკრაინა იქნება გამონაკლისი.

უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველები თვლიან, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის მიერ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები ენერგომატარებლებით უკრაინის მომარაგების სფეროში დივერსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

რადიო ამერიკის ხმის რუსული რედაქციის განცხადებით, გასულ კვირას ამერიკულმა „Westinghouse Electric Company” უკრაინაში კომერციული მიზნებით ბირთვული საწვავის მიწოდება დაიწყო, რომელიც 2015 წლამდე უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე რამდენიმე რეაქტორის მომარაგებას ისახავს მიზნად.

იური ბოიკოს განცხადებით, კიევი დაინტერესებულია ვაშინგტონთან თანამშრომლობით ატომური ენერგეტიკის განვითარების სფეროში, განსაკუთრებით ატომური ელექტროსადგურების უსფართხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ამასობაში, პირველად არსებობის მანძილზე უკრაინული ნავთობსადენი ოდესა-ბროდი აზერბაიჯანულ ნავთობს ბელორუსიას მიაწვდის. ეს რუსეთის ენერგომატარებლებზე უკრაინის დამოკიდებულების შესუსტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

XS
SM
MD
LG