უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად კიევში ორი დემონსტრანტი დაიღუპა და ორი მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. ასევე დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც დემონსტრაციის ადგილზე სასიკვდილოდ წაიქცა.
პოლიცია ცდილობდა დაეშალა მომიტინგეების ბანაკი და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპასუხოდ, დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები დაუშინეს.
კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიდფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა გმობს კიევში ძალადობის მომატებას და ორი დემონსტრანტის მკვლელობის ფაქტს. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაუყოვნებლივ მოახდინონ სიტუაციის დე-ესკალაცია და თავი შეიკავონ ძალადობისგან.“
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობა პირდაპირი შედეგია იმისა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მოსახლეობის დიალოგში ჩართვა და 16 იანვარს მიიღო ანტი-დემოკრატიული კანონები.
სახელმწიფო დეპარტამენტი აკრიტიკებს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი „პრავი სექტორის“ მოქმედებებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს საფრთხეს უქმნის. ვაშინგტონი ასევე კატეგორიულად გმობს არაოფიციალური ჯგუფების, ეგრეთ წოდებული, „ტიტუშკების“ ძალადობრვ მოქმედებებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის მოადგილე მერი ჰარფი აცხადებს, რომ შეერთებული შტატეები მხარ უჭერს მეიდანზე დაწყებული მშვიდობიანი დემონსტრაციების სულისკვეთებას.
ამერიკის საელჩომ კიევში დღეს განაცხადა, რომ ძალადობასთან კავშირის გამო უკრაინის რამდენიმე ოფიციალურ პირს ამერიკის ვიზები გაუუქმეს.
კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით: ის „უკიდურესად შეშფოთებულია“ კიევში მიმდინარე მოვლენებით და დემონსტრაციებისას აღრიცხული მსხვერპლით. მან დაგმო ძალადობა და აღნიშნა, რომ ძალადობა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის.