ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ხელისუფლებამ რუსული საიტების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინა პოპულარულ რუსულ ვებგვერდებს აკრძალავს, როგორებიცაა იანდექსი, „ადნაკლასნიკი“, „ვკონტაკტე“ და „მეილ.რუ.“

დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ეს საიტები ჯერ ისევ ხელმისაწვდომია. უცნობია, თუ როდიდან მოხდება მათი დაბლოკვა. უკრაინის მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული, რათა უკრაინამ თავი დაიცვას იმ კომპანიებისგან, „რომელთა აქტივობა უკრაინის საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“ - ნათქვამია თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში. ეს ჩამონათვალი დაემატება იმ 400 რუსულ კომპანიას, რომელიც კიევმა 2014 წლის ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის საპასუხოდ ჩასვა შავ სიაში.

როიტერის ცნობით, კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის ქმედებებს უპასუხებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG