ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი მოულოდნელად გადადგა


ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა, დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ეს, ვითარების მოულოდნელი განვითარება აღმოჩნდა იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავისი კაბინეტის რეორგანიზებას ახდენს.

ჯავიდის გადადგომას წინ უძღოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მას ჯონსონის მთავარ მრჩეველ დომინიკ კამინგსთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ჯავიდის გადადგომა იმ დროს მოხდა, როდესაც მისი პირველი ბიუჯეტის გამოქვეყნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩებოდა და მთავრობა ცდილობს, წლის ბოლომდე ევროკავშირთან ახალ ურთიერთობაზე მოილაპარაკოს.

50 წლის ჯავიდი პოლიტიკაში გადასული ყოფილი ბანკირია. მისი პირველი თანამდებობა შინაგან საქმეთა მინისტრობა იყო.

პარლამენტის წინაშე სიტყვით პირველად გამოსვლისას ჯავიდმა თქვა, რომ ბანკირის გამოცდილებამ ის პოლიტიკოსობისთვის შეამზადა, რადგან საზოგადოებას ამ ორივე პროფესიისადმი უარყოფითი განწყობა აქვს.

XS
SM
MD
LG