ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის უეცრად გადადგომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა


ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი მაიკლ ფალონი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უეცარი გადადგომა, რაც შეიარაღებულ ძალებთან შეუსაბამო საქციელთან იყო დაკავშირებული, დიდი გამოხმაურების საგანი გახდა.

მაიკლ ფალონმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 2002 წელს, ჟურნალისტ ქალს მუხლზე ხელით შეეხო, თუმცა ამ ინციდენტის გამოძიება არ მომხდარა.

თვითონ ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯულია ჰარტლი-ბრიუერმა განაცხადა, რომ ფალონის გადადგომა მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. მან თქვა, რომ მისთვის საოცრად შოკისმომგვრელი იყო, რომ 15 წლის მის მუხლზე შეხება „მუხლის-გეითად“ იქცა და გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მისთვის ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, კაბინეტის წევრი მინისტრის გადადგომა, მსოფლიოს მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე უაზრო, აბსურდული და სასაცილოა.

ყოფილმა მინისტრმა „ბი-ბი-სის“ უთხრა, რომ წარსულში, მისი საქციელი ხანდახან სათანადოზე დაბალ დონეზე იყო და თვლის, რომ შეიარაღებული ძალების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, თანამდებობაზე დარჩენა უმართებულოდ მიაჩნია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG