ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგანდის პოლიცია გატაცებულ ამერიკელ ტურისტს ეძებს


A general view shows habitations near Bwindi Impenetrable National Park, in Uganda, on May 24, 2014, one of the most densely populated rural area in the world.
A general view shows habitations near Bwindi Impenetrable National Park, in Uganda, on May 24, 2014, one of the most densely populated rural area in the world.

უგანდის პოლიცია ეროვნული პარკიდან გატაცებული ამერიკელი ტურისტისა და მისი მძღოლის ძებნას განაგრძობს.

არსებული ინფორმაციით, ოთხმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალი და მძღოლი "დედოფალ ელისაბედის სახელობის ეორვნული პარკიდან" სამშაბათს გაიტაცა. გამატაცებლებმა მძევლის გასათავისუფლებლად უკვე მოითხოვეს ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი.

ავტომობილში ამერიკელი, 35 წლის ტურისტი კიმბერლი სიუ ენდეკოტი და ასაკოვანი წყვილი უგანდელ მძღოლთან, ჟან პოლთან ერთად იმყოფებოდა. წყვილი გამტაცებლებმა გაათავისუფლეს და სწორედ მათ შეატყობინეს პოლიციას მომხდარის შესახებ. გატაცება პარკის იმ ნაწილში მოხდა, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ესაზღვრება.

პოლიცია და პრეზიდენტის ელიტური სპეცდანაყოფის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები გატაცებულებს აქტიურად ეძებენ და იმედოვნებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG