ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საამიროები ისრაელის მოქალაქის გათავისუფლებას აპროტესტებს


გერმანიის სასამართლომ დუბაიში პალესტინელი ლიდერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ისრაელის მოქალაქე გაათავისუფლა, რამაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების აღშფოთება გამოიწვია.

არაბერთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური პირები შეშფოთებას აცხადებენ იმის გამო, რომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გაათავისუფლოს ისრაელის მოქალაქე, რომელიც პალესტინური სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის დუბაიში მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს ური ბროდსკის თავდების გარეშე გათავისუფლების შესახებ გერმანიის სამსამართლოს გადაწყვეტილებას "საეჭვო" უწოდა.

ბროდსკის ბრალად ედება არაბერთის გაერთიანებულ საამიროებში ყალბი გერმანული პასპორტით შესვლა და დუბაის ერთ-ერთი სასტუმროში ჰამასის ცნობილი მეთაურის მოკვლა.

ბროდსკი ივლისში ვარშავაში დააკავეს და გერმანული პასპორტის საფუძველზე გერმანიაში გაუკეთეს ექსტრადირება.

XS
SM
MD
LG