ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლემ ტრამპის ყოფილი მრჩევლისთვის განაჩენის გამოცხადება გადადო


მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინისთვის განაჩენის გამოცხადების დღე შეცვალა. ეს 18 დეკემბერს უნდა მომხდარიყო, თუმცა ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მოსამართლე ემეტ სალივანმა ეს გადაწყვეტილება თავად ფლინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადების საფუძველზე მიიღო. განაჩენის გადავადების საფუძვლად იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გენერალური ინსპექტორის სპეციალური ანგარიშის გამოცემის მოლოდინია. ანგარიში, რომელიც რუსეთის არჩევნებში ჩარევის გამოძიების დაწყების მიზეზსა და საფუძვლებს იკვლევს, დკეემბერში უნდა გამოქვეყნდეს. გასულ კვირაში ითქვა, რომ ის შესაძლოა 9 დეკემბერს გახდეს საჯარო.

ფლინმა აღიარა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს მოატყუა და ამერიკაში რუსეთის მაშინდელ ელჩნთან, სერგეი კისლიაკთან გამართული საუბრების შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ტრამპის ერთ-ერთი ის ყოფილი თანაშემწე-მრჩეველია, რომელიც რობერტ მალერის გამოძიების ფარგლებში იქნა მიჩნეული ეჭვმიტანილად. სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მალერი, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG