ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა


ავსტრალიის დიდ ბარიერულ რიფთან ახლოს მცურავ მოქალაქეებს ზვიგენი დაესხა თავს. დაშავებულია ქალი და 12 წლის გოგონა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.

სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ გოგონას ზვიგენმა ფეხზე უკბინა და მან ძალან ბევრი სისხლი დაკარგა.

გოგონაზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ზვიგენმა უკბინა 46 წლის ქალსაც, რომელიც დაახლოებით იმავე ზონაში ცურავდა. მას პირველადი დახმარება ახლოს მცურავ ნავზე მყოფმა ექიმმა აღმოუჩინა, სანამ მაშველების ვერტმფრენი ადგილამდე მივიდა. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია და ოპერაცია უტარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG