ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ანტისამთავრობო პროტესტის სულ მცირე ორი მონაწილე დაიღუპა


ერაყში განახლებულ ანტისამთავრობო პროტესტს სულ მცირე ორი დემონსტრანტი ემსხვერპლა.

ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების სამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს იმ ადამიანების მოსაგერიებლად, რომლებიც ე.წ. მწვანე ზონისკენ გაემართნენ. "მწვანე ზონა" ბაღდადის ის ტერიტორიაა, სადაც სამთავრობო შენობები მდებარეობს და განსაკუთრებითაა დაცული.

პარასკევს განახლებული დემონსტრაციები უკვე მეორე ტალღაა იმ ანტისამთავრობო პროტესტისა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან ქვეყანაში გავრცელებული კორუფციისა და უმუშევრობის აღმოფხვრას, ისევე როგორც არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლას მოითხოვს.

პროტესტი ხუთშაბათს საღამოს განახლდა. ქვეყნის თავისუფლების მოედანზე შეკრებილების ნაწილმა უკვე პარასკევს ხიდი გადაკვეთა და "მწვანე ზონისკენ" გაემართა. აქ სამთავრობო შენობების გარდა, საელჩოები და სხვა დაწესებულებები მდებარეობს. უსაფრთხოების სამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და მათი უკან განდევნა სცადეს. ერაყის ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ორი დემონსტრანტი სახისა და თავის არეში ცრემლსადენი გაზის მოხვედრითაა დაღუპული. მისივე ცნობით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG