ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სანაპიროსთან 2 მიგრანტი დაიღუპა


თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ორშაბათს ბოდრუმის სანაპიროსთან ახლოს მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, 17 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ნავის ჩაძირვის შემდეგ, 3 ადამიანმა ნაპირამდე მიცურვა სცადა, თუმცა ორი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამაშველო-საძიებო სამუშაოები გრძელდება იმისათვის, რომ ყველა ის ადამიანი იპოვონ, ვინც შესაძლოა ნავზე იმყოფებოდა.

მიგრანტთა ეროვნების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. თურქეთი ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანაა მიგრანტებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკული ქვეყნებიდან ევროპისკენ მიემართებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG