ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერმა" მუშაობა ნაწილობრივ განაახლა


დაახლოებით ერთსაათიანი გათიშვის შემდეგ, "ტვიტერმა" მუშაობა განაახლა. თუმცა, სოციალურ ქსელზე წვდომა ზოგიერთ ქვეყანაში ამ დრომდე შეფერხებით ხორციელდება.

სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ასეთი მასშტაბური გათიშვა პირველად დაფიქსირდა. რატომ გამოირთო სოციალური ქსელის პლატფორმა, ამ დრომე უცნობია. კომპანიას აქამდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

"დაუნდეტექტორის" მონაცემებით, პრობლემები სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მხოლოდ ივლისის თვეში, უკვე სამჯერ დაფიქსირდა, თუმცა ეს შემთხვევა ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ყველაზე მასშტაბურია.

​პირველი შეტყობინება ვებგვერდზე, ტვიტერის გათიშვასთან დაკავშირებით, აშშ-ის დროით 15:00 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის კი ვებგვერდს 70 000 მდე შეტყობინება აქვს მიღებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა ტვიტერის აპლიკაციები არც "ეფლის" და არც "ანდროიდის" პლატფორმებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG